აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ცაში ფრინველები უნდა დაფრინავდნენ და არა რაკეტები” – ტაივანის ოპოზიციური პარტიის ლიდერი

ცაში ფრინველები უნდა დაფრინავდნენ და არა რაკეტები, – პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ლექსის ციტირება ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტიის, კუომინტანგის ლიდერმა, ჩენგ ლი-ვუნმა შანხაიში მოახდინა.

ლი-ვუნმა თქვა, რომ აუცილებელია მშვიდობის ხელშეწყობა მაშინაც კი, როდესაც ჩინეთი კუნძულის გარშემო ყოველდღიურ სამხედრო აქტივობებს აგრძელებს.

ამასთან, ოპოზოციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ჩინეთში სამშვიდობო მისიით იმყოფება და დაძაბულობის შემცირება სურს.

„შეიძლება, ვერ შევძელით ჩვენი წინაპრებისთვის სიმშვიდის მიცემა, მაგრამ შეგვიძლია, სიმშვიდის მიცემა დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის“, – თქვა მან.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, ჩინეთის ხელისუფლება უარს ამბობს ტაივანის პრეზიდენტთან, ლაი ცინ-დესთან საუბარზე, რადგან სეპარატისტად მიიჩნევს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთში ჩენგ ლი-ვუნის ვიზიტის მიუხედავად, ოფიციალური პეკინი ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობას ინარჩუნებს.

იტვირთბა....