შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება განიცადა – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის მხრიდან ურანის გამდიდრება არ მოხდება.
„შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება განიცადა! ურანის გამდიდრება არ მოხდება და შეერთებული შტატები, ირანთან თანამშრომლობით, ამოთხრის და მოაშორებს ღრმად დამარხულ ბირთვულ „მტვერს“. ის ახლა და დღემდე ძალიან მკაცრი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშაა (კოსმოსური ძალები!). თავდასხმის დღიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ ირანთან ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქებაზე ვსაუბრობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. 15 პუნქტიდან ბევრი უკვე შეთანხმებულია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანისთვის სამხედრო შეიარაღების მიმწოდებელ ქვეყანას დაუყოვნებლივ დაეკისრება 50%-იანი ტარიფი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ ნებისმიერ საქონელზე.
“ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს სამხედრო იარაღს მიაწვდის, დაუყოვნებლივ დაეკისრება 50%-იანი ტარიფი ყველა იმ საქონელზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება, გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ. არავითარი გამონაკლისი ან შეღავათი არ იარსებებს!” – წერს დონალდ ტრამპი.

