აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მისიას დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს” – ემანუელ მაკრონი

ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მისიას დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საკითხებში მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამჟამად, დაახლოებით 15 ქვეყანაა მობილიზებული და საფრანგეთის ხელმძღვანელობით გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს, რათა მიმოსვლის აღდგენის მიზნით ეს თავდაცვითი მისია ირანთან კოორდინაციით განხორციელდეს“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ლიბანში ვითარება კვლავ კრიტიკულია.

„ჩვენი სურვილია, დავრწმუნდეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანსაც სრულად მოიცავს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....