აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტანს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ცეცხლის შეწყვეტას მხარი დავუჭიროთ და შევინარჩუნოთ, რომ ხანგრძლივ შეთანხმებად გადაიქცეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას“, – წერს სტარმერი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.

