ირანის უზენაესმა ლიდერმა გასცა დავალება, რომ ყველა სამხედრო ქვედანაყოფმა ცეცხლი შეწყვიტოს, – CNN-ის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
„ეს ომის დასასრული არ არის, მაგრამ ყველა სამხედრო შტო უნდა დაემორჩილოს უზენაესი ლიდერის ბრძანებას და შეწყვიტოს ცეცხლი“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები და ირანი ცეცხლის ორი კვირის განავლობაში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანამდე დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო სამშაბათს, საღამოს 8 საათამდე (თბილისის დროით ოთხშაბათი, 4:00 საათი) მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის პრეზდენტი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა

