ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტორთა განწყობას და ინვესტორთა მოლოდინებს საქართველოს ეკონომიკისადმი არაფერი არ განსაზღვრავს და აჩვენებს იმაზე უკეთ, ვიდრე რეალური ინვესტორების გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი.
„ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტორთა განწყობას და ინვესტორთა მოლოდინებს საქართველოს ეკონომიკისადმი არაფერი არ განსაზღვრავს და აჩვენებს იმაზე უკეთ, ვიდრე რეალური ინვესტორების გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით. მათ შორის, ღია ბაზარზე რა პოზიციებს და გადაწყვეტილებებს იღებენ საქართველოსთან მიმართებით. ამის ძალიან კარგი და ნათელი მაგალითი იყო, ორი თვის წინ განხორციელებული ტრანზაქცია, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით გამოუშვა ევროობლიგაციები და გამოჩნდა, თუ რა განწყობა აქვთ საქართველოსთან მიმართებით ინვესტორებს. ამ გამოშვებით დაფიქსირდა ორი მთავარი ფაქტორი: 1. ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს ეკონომიკისადმი, რომელიც გამოიხატა თითქმის 3 მილიარდამდე მოთხოვნაში, როდესაც ბაზარზე იყო შეთავაზებული 500 მლნ. იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველოს ფასიანი ქაღალდები გავიდა ბაზარზე, ინვესტორები მზად იყვნენ, რომ საქართველოში 2.8 მლრდ დოლარის ინვესტირება განეხორციელებინათ და 2. ქვეყნის რისკიანობის შეფასება, რომელმაც საბოლოო განაკვეთი დააფიქსირა იმ ნიშნულზე, რომ 25%-ზე მეტად არის შემცირებული ქვეყნის რისკიანობის დონე, წინა გამოშვებასთან მიმართებით. არაფერი ამაზე უკეთ არ განსაზღვრავს ინვესტორების განწყობასა და ნდობას ქვეყნისადმი, როდესაც ღია აუქციონზე გადის ქვეყანა და იქ ხდება ამის შეფასება, რეალური ინვესტორების მხრიდან რეალური გადაწყვეტილებების მიღების ფარგლებში. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა, ბოლო ხუთი წლის საშუალოზე 9.3% და ბუნებრივია, ეს არის მიმზიდველი ყველა ინვესტორისთვის. ძალიან დაბალანსებულია ინფლაციის მაჩვენებელი და მისი მართვა ადეკვატურად ხორციელდება, რაც ბუნებრივია სანდოობას ზრდის სამომავლო პერსპექტივებთან მიმართებით.
ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ არის ძალიან მაღალი, როგორც არსებული შედეგების, ასევე სამომავლო პერსპექტივების. ინვესტორების მხრიდანაც ძალიან სწორად არის შეფასებული ის შედეგები, რა შედეგებსაც მიაღწია ეკონომიური განვითარების კუთხით ქვეყანამ“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

