ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ჩეჩნეთში “მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” მედალი გადასცეს.
მან რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებს “ღირებული ჯილდოსთვის” მადლობა გადაუხადა.
2016 წელს კადიროვმა განაცხადა, რომ მიიღო აკადემიკოსის წოდება რუსეთის ბუნებისმეტყველების აკადემიაში (РАЕН) რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის წარმატებით აღდგენისთვის.
“ძალიან დიდხანს ვცდილობდი არ გამოვხმაურებოდი ცინიკური კომენტარებს იმის შესახებ, რომ “რამზან კადიროვი – აკადემიკოსია სამეცნიერო ნაშრომების გარეშე.” მაპატიეთ, მაგრამ ვინ, როდის და სად თქვა, რომ მე რაიმე დიდი აღმოჩენებისთვის მიმიღეს აკადემიკოსთა რიგებში?” – განაცხადა მან მოგვიანებით.
მისი თქმით, როცა იგი რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი იყო, РАЕН-მა გადაწყვიტა მისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭება. “რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ვამბობდი ნიშნისა და დიპლომის მიღებაზე. მაგრამ ახლო მეგობრებმა დამიყოლიეს და მითხრეს, რომ უარის თქმა არაეთიკური იქნებოდა,” – აღნიშნა კადიროვმა.

