საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი სასოფლო-სამეურნეო სექტორში კორუფციული სკანდალის ფონზე „დიფ სთეითის“ დამარცხების პირობას დებს. კირიაკოს მიცოტაკისმა ამის შესახებ საგანგებო სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა.
როგორც მიცოტაკისმა აღნიშნა, ევროკავშირის მიერ სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს „გარდამტეხი მომენტია“.
მისი თქმით, თაღლითური სქემების გამოააშკარავება ახალ ბიძგს მისცემს საბერძნეთშო კორუფციის აღმოფხვრასთან ბრძოლას.
„მე მივისწრაფი, რომ საბერძნეთი თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ გარდავქმნა. ეს იქნება ახალი საწყისი წერტილი „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
ევროკავშირის სუბსიდიების გარშემო თაღლითობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, საბერძნეთში რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გასულ კვირას ევროპულმა პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება საბერძნეთის მმართველი პარტიის 20 წევრის წინააღმდეგ წამოიწყო. გამოძიების მიხედვით, საბერძნეთის სახელმწიფო სააგენტომ 2017 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში გამოყოფილი 300 მილიონი ევრო მიითვისა.
„გარდიანის“ ცნობით, საბერძნეთში აგორებული სკანდალის გამო, ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ისმის მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

