აშშ-ის სამხედროებმა ომის დაწყების შემდეგ ირანში 13 ათასზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში ამერიკელმა სამხედროებმა 155-ზე მეტი ირანული გემი დააზიანეს ან გაანადგურეს.
დარტყმების სამიზნეებს შორის შორისაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცენტრალური ოფისები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების განთავსების ადგილები, ასევე ირანის საზღვაო ძალების გემები და წყალქვეშა ნავები.
პარალელურად, ირანის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თებერვლის ბოლოდან ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კოალიციის მიერ დაწყებული ოპერაციის შედეგად, 310 მოსწავლე და მასწავლებელი დაიღუპა და 750-ზე მეტ სკოლა დაზიანდა.

