აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს უკვე “აღარ აქვს უპირატესობა”.
“ვფიქრობ, შესანიშნავია ის, რომ რუსეთს უკვე აღარ აქვს უპირატესობა,” ამბობს პეტრეუსი ინტერვიუში.
“რუსეთი რიცხოვნობით და იარაღის ოდენობით სერიოზულად აღემატება უკრაინას. მისი ეკონომიკა 10-12-ჯერ უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე უკრაინის. თუმცა, ამჟამად უკრაინული ძალები რუსებს ფრონტის ხაზებზე აკავებენ,” განმარტა მან.
6 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ იანვრის ბოლოდან მოყოლებული უკრაინამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ტერიტორიის 480 კვ²-ზე აღადგინა კონტროლი.
“ფრონტის ხაზებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსებმა რეალურად იმაზე ნაკლებს მიაღწიეს, ვიდრე – უკრაინელებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში,” დაამატა პეტრეუსმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება ბოლო ერთ წელიწადში საუკეთესო იყო.

