აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა სააგენტო HRANA-ს ცნობით, ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმებს, სულ მცირე, 3 500 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში დაფუძნებულ ირანის ადამიანის უფლებათა სააგენტო HRANA-ს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ირანზე მიტანილი იერიშები ბოლო 10 დღის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.

მათივე ცნობით, 6 აპრილს მთელი დღის განმავლობაში განხორციელებულ იერიშებს 49 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 58 დაშავდა.

ამასთან, HRANA-ს ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან ქვეყანაში, სულ მცირე, 3 500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე, 1 665 მშვიდობიანი მოქალაქე.

მათივე თქმით, 6 აპრილს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ბაჰარესტანში საცხოვრებელ შენობაზე, თეირანის შარიფის უნივერსიტეტსა და სამხრეთ ბუშერის პროვინციაში, ასალუიეში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე.

იტვირთბა....