ისრაელი ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ, – განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, ამ მომენტიდან ირანის დროით 21:00 საათამდე, ირანის მასშტაბით მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავოთ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სპარსულ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ირანის ტერორისტული რეჟიმის ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე სრული ძალით დარტყმების გაგრძელება“ უბრძანა.

