აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ფრეგატი Адмирал Макаров ნოვოროსიისკის პორტში უკრაინული დრონებით ორჯერ დაიბომბა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ფრეგატი Адмирал Макаров ნოვოროსიისკის პორტში უკრაინული დრონებით ორჯერ დაიბომბა.

მედიაში ვრცელდება თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შედეგებს ასახავს. დაზიანდა ნავთობტერმინალის რამდენიმე მონაკვეთი. რუსულ სამხედრო ხომალდზე უკრაინული დრონების იერიშის დროს, სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრებიც იმყოფებოდნენ. რა მდგომარეობაში არიან ისინი, უცნობია.

გავრცელებული ფოტოების მიხედვით, დაზიანებულია ნავთობსადენები №1 და №2 ნავმისადგომებთან, ასევე თავად №2 ნავმისადგომი. დაფიქსირებულია დარტყმა ნავთობსადენზე სხვა დატვირთვის ზონაშიც.

იტვირთბა....