აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა – „მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა.

„მოუთმენლად ველოდებით ამ მოგზაურობას. მოუთმენლად ველოდები ჩემს კარგ მეგობართან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას. ვისაუბრებთ აშშ-უნგრეთის ურთიერთობებთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე. მათ შორის ევროპაზე, უკრაინაზე და ყველა სხვა საკითხზე“, – განაცხადა ვენსმა ბუდაპეშტში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეთრი სახლის ცნობით, ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა. ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.

იტვირთბა....