“თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღარ ექნება” – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
„ევროკავშირის ქვეყნებთან ახლა უკვე აღარ არსებობს საჰაერო მიმოსვლა, რაც ნიშნავს, რომ სომხეთთანაც აღარ გვექნება საჰაერო კავშირი“ – განაცხადა მან რუსეთის პირველი არხის ეთერში.
„ეს შეიძლება ძალიან მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ გვინდა, რომ სომხეთის მოსახლეობამ გაიგოს – თუ ეს მოხდება, ეს იქნება იმ გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მიიღება“ – თქვა ოვერჩუკმა . ამასთან, მისი თქმით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

