ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარა შესაძლოა, ომის დანაშაულად ჩაითვალოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამერიკის პრეზიდენტი, როგორც თავისი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, საჯაროდ დაემუქრა ომის დანაშაულების ჩადენით. ელექტროსადგურებსა და ხიდებზე (სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე) თავდასხმის მუქარა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების 8(2)(b) მუხლის თანახმად, ომის დანაშაულს წარმოადგენს“, – წერს ღარიბაბადი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ირანი ნებისმიერ აგრესიაზე დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას.

