„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, – The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
ირანული მედიის ცნობით, მაჯიდ ხადემი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სადაზვერვო დაცვის ორგანიზაციისა და დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაჯიდ ხადემი საჰაერო თავდასხმას დღეს ემსხვერპლა.

