ანექსირებულ ყირიმში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, An-26-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს შორისაა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 45-ე არმიის სარდალი, ალექსანდრ ოტროშჩენკო – ეს ინფორმაცია მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ჩიბისმა ოფიციალურად დაადასტურა.
An-26 31 მარტს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ეკიპაჟის ყველა წევრი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.
ოტროშჩენკო მე-14 რუსი გენერალია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა.

