აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა აშშ „გაცილებით უფრო დამანგრეველი“ შურისძიების შესახებ გააფრთხილა, თუ შეერთებული შტატები და ისრაელი ქვეყნის სამოქალაქო სამიზნეებს დაარტყამენ

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა აშშ „გაცილებით უფრო დამანგრეველი“ შურისძიების შესახებ გააფრთხილა, თუ შეერთებული შტატები და ისრაელი ქვეყნის სამოქალაქო სამიზნეებს დაარტყამენ.

ირანის ხელისუფლების განცხადებით, მათი პასუხი გაცილებით დამანგრეველი და ფართომასშტაბიანი იქნება.

„თუ სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები განმეორდება, ჩვენი შეტევითი და საპასუხო ოპერაციების შემდეგი ეტაპები გაცილებით დამანგრეველი და ფართომასშტაბიანი იქნება“, – ნათქვამია ირანის უმაღლესი ოპერატიული სამხედრო სარდლობის – ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ თუ ირანი ცეცხლის შეწყვეტას 48 საათში არ დათანხმდება, მაშინ აშშ ირანის ინფრასტრუქტურაზე მიიტანს იერიშს.

იტვირთბა....