აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დაასრულეს დარტყმების ტალღა, რომლის სამიზნესაც თეირანში ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა

ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულობაა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ დაასრულეს დარტყმების ტალღა, რომლის სამიზნესაც თეირანში ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

ადგილობრივი ცნობების თანახმად, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედია ასევე იუწყება, რომ ირანის დედაქალაქში თავდასხმას ექვსი ბავშვი ემსხვერპლა.

„ბიბისი“ წერს, რომ კვირას ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და 39 დაიჭრა.

ამასთან, ისრაელის ქალაქ ხაიფაში, ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხაიფაში, ნანგრევებში ოთხი ადამიანი იყო მოყოლილი, რომლებსაც მაშველები ეძებდნენ.

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ქუვეითმა განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში მათმა საჰაერო თავდაცვამ ირანის თავდასხმა მოიგერია.

იტვირთბა....