აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ტრამპი ისევ NATO-დან გასვლით იმუქრება

დონალდ ტრამპი ისევ ნატოდან გასვლით იმუქრება. ამერიკის პრეზიდენტი უკმაყოფილოა, მოკავშირეების ჩართულობით ირანის კონფლიქტში.

თეთრი სახლის ლიდერმა, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრებს ჯერ ქაღალდის ვეფხვები უწოდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ალიანსის დატოვების გადაწყვეტილება გადახედვას აღარ ექვემდებარებოდა.

რა მოხდა ამის შემდეგ? – მედია მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონს ამ დრომდე არ დაუწყია მოლაპარაკებები ნატოს დატოვების შესახებ. არსებობს წინაღობებიც, რომელიც შესაძლოა ამ პროცესში ტრამპისთვის ხელის შემშლელი იყოს.

კერძოდ, 2023 წელს მიღებული კანონის თანახმად, ალიანსის დატოვებას სენატის ხმების ორი მესამედი ან კონგრესის სპეციალური აქტი დასჭირდება. რესპუბლიკურ პარტიას კი ამდენი ხმა არ აქვს.

იტვირთბა....