აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსებმა ქალაქ სუმს დაარტყეს – დაშავებულია 11 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმს დაარტყეს – უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი, რომელთა შორის ერთი ბავშვია. 

იერიშის შედეგად სუმის ცენტრში მრავალსართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულზე მოხდა.

იტვირთბა....