ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის ცენტრალური სამხედრო ობიექტები დაბომბეს – განადგურებულია ბალისტიკური რაკეტების საცავი და საჰაერო თავდაცვის ობიექტები. ამის სესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავცრელებს.
დარტყმების ტალღის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რეჟიმის ძალების საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, მათ შორის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო თავდაცვის ბაზაზე, სადაც ინახებოდა თვითმფრინავების ჩამოსაგდებად განკუთვნილი რაკეტები.
“ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აგრძელებს დარტყმებს რეჟიმის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე: თავდასხმა განხორციელდა თეირანის თავდაცვის ცენტრალურ ობიექტებზე
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, დაზვერვის სამმართველოსა და სამხედრო დაზვერვის მითითებებით, გუშინ დაასრულეს დარტყმების ტალღა, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის განადგურებას თეირანის მასშტაბით.
ამ დარტყმების ტალღის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რეჟიმის ძალების საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, მათ შორის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო თავდაცვის ბაზაზე, სადაც ინახებოდა თვითმფრინავების ჩამოსაგდებად განკუთვნილი რაკეტები. გარდა ამისა, თავდასხმა განხორციელდა კიდევ ერთ სამხედრო ობიექტზე, რომლის დანიშნულებაც ირანის ტერორისტული რეჟიმის საბრძოლო საშუალებების კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრების დაცვა იყო.
ამის პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ობიექტს, სადაც ბალისტიკური რაკეტები ინახებოდა, ასევე საბრძოლო საშუალებების წარმოების, კვლევისა და განვითარების სხვა ცენტრებს.
ეს დარტყმები წარმოადგენს იმ ფაზის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ტერორისტული რეჟიმის ძირითადი სისტემებისა და მისი საფუძვლებისთვის მიყენებული ზიანის გაძლიერებას.” – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

