აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 148 დაშავებული გადაიყვანეს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 148 დაშავებული გადაიყვანეს.

ამ მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ქვეყანაში 6 500-ს გადააჭარბა.

ბოლო დღის განმავლობაში საავადმყოფოებში მკურნალობისთვის მყოფთაგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 108-ის – დამაკმაყოფილებელი. ხუთი ადამიანი სამედიცინო შემოწმებას გადის, ხოლო 31 ადამიანს შფოთვის გამო მკურნალობა ჩაუტარდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 6 594 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 124 ამჟამად საავადმყოფოშია. სამინისტრო არ იძლევა დაზიანებების მიზეზების დეტალურ აღწერას. დაშავებულთა რიცხვში შედიან ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

იტვირთბა....