ოკუპირებულ ყირიმში რუსული „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე დაფრინავდა.
„დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ყირიმის რესპუბლიკაში დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს „სუ-30“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ფრენას საბრძოლო მასალის გარეშე ახორციელებდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა და პილოტებს საფრთხე არ ემუქრებათ.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსული „სუ-30“ ტიპის მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი აშშ დოლარია.

