საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის ხელშესაწყობად და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის შესამსუბუქებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
სეულში ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობის აუცილებლობას სრუტის ხელახლა გახსნისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
ლი ჯე მიუნგის განცხადებით კი, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ „მათ გადაწყვეტილი აქვთ ითანამშრომლონ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად“.
თუმცა, როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, არც საფრანგეთის და არც სამხრეთ კორეის ლიდერებს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ აპირებენ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებას.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სამხრეთ კორეას პირველად ჩავიდა.

