აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ომის დაწყების შემდეგ პირველმა ევროპულმა გემმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა – Bloomberg

ფრანგულმა საკონტეინერო გემმა ჰორმუზის სრუტე დატოვა – როგორც Bloomberg-ი იტყობინება, ეს არის დასავლეთ ევროპასთან დაკავშირებული გემის პირველი ასეთი ტრანზიტი ირანში ომის დაწყებისა და სრუტის ჩაკეტვის შემდეგ.

გემების თვალთვალის მონაცემებისა და ინფორმირებული პირების თანახმად, ხომალდმა CMA CGM Kribi-მ ირანის სანაპიროს გასწვრივ გაცურა და ომანის მახლობლად გამოჩნდა.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ ირანმა სრუტეზე კონტროლი გაამკაცრა – ის მხოლოდ შერჩეულ გემებს აძლევს გავლის უფლებას, ხოლო თავის მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებულ ხომალდებს აფრთხილებს.

ჩვეულებრივ, ამ წყალსატევზე მსოფლიო ნავთობისა და გაზის ნაკადების დაახლოებით მეხუთედი მოდის, თუმცა კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოძრაობა მკვეთრად შემცირდა.

იტვირთბა....