საქართელოში გასული წლის ნოემბერში ჩამოვარდნილ C-130-ის ტიპის თურქულ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავზე გარე ჩარევის ან აფეთქების კვალი არ შეინიშნება, – ამის შესახებ აღნიშნულია ანკარის მთავარი პროკურატურის განცხადებაში, იტყობინება თურქული მედია.
განცხადება ეფუძნება თურქეთის ჟანდარმერიის მთავარი სარდლობის ანგარიშს. ანკარის მთავარი პროკურატურა და სამხედრო დანაშაულების გამოძიების ბიურო, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს.
ჟანდარმერიის მთავარი სარდლობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გამოძიების ფაილშია შეტანილი, დეტალურად არის აღწერილი თვითმფრინავის ნამსხვრევებზე ჩატარებული საწყისი ტექნიკური შემოწმების შედეგები.
ანგარიშში ნათქვამია: „თვითმფრინავის მახლობლად არ აღმოჩნდა ნამსხვრევების კვალი ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანება. თვინაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ან მისი კომპონენტების აფეთქების ნიშნები არ აღმოჩნდა“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ასევე არ აღმოჩნდა ნავთობპროდუქტები ან აალების გამაძლიერებელი ნივთიერებები და თვითმფრინავის ნამსხვრევების „ელემენტარული ანალიზით“ საეჭვო ქიმიური ნივთიერებები.
თურქული მედიის თანახმად, ქვეყნის საჰაერო ძალების სარდლობის შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორატი აგრძელებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიებას.
თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი კახეთში 2025 წლის 11 ნოემბერს ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 20 სამხედრო ემსხვერპლა.

