აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი აცხადებს, რომ ევროკავშირი ხანგრძლივი ენერგოშოკისთვის ემზადება

ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ხანგრძლივი ენერგოკრიზისისთვის ემზადებიან.

ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტვერიუში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა განაცხადა.

როგორც იორგენსენმა აღნიშნა, ბლოკი ხანგრძლივი ენერგოშოკისთვის ემზადება.

„ეს იქნება ხანგრძლივი კრიზისი. ენერგიაზე მაღალი ფასები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაღალი შენარჩუნდება“, – განაცხადა იორგენსენმა.

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით არ იმყოფება მიწოდების კრიზისში და ჯერ არ დგას საჭიროების წინაშე, რომ შეუზღუდოს მოქალქეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საწვავის მიწოდება. მისივე თქმით, ამავე დროს, ბლოკი ამზადებს გეგმას ცუდი სცენარის შემთხვევისთვის და განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის საწვავის შეზღუდვას მოსახლეობისთვის, ასევე სახელმწიფო სტრატეგიული ნავთობის მარაგებიდან ბაზარაზე დამატებითი რაოდენობის გაშვებას.

იტვირთბა....