ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Oracle-ის მონაცემთა ცენტრსა და გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე.
„როგორც გავაფრთხილეთ, ირანელი პირების მკვლელობის საპასუხოდ, ჩვენ დავარტყამთ დაზვერვის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ჯაშუშურ კომპანიებს, რომლებიც მტრის ტერორისტული ოპერაციების საყრდენები არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანში აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი დოქტორ კამალ ხარაზისა და მისი მეუღლეზე თავდასხმისთვის. დოქტორი ხარაზი, რომელიც ირანის საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, მანამდე 1997 წლის აგვისტოდან 2005 წლის აგვისტომდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თავდასხმის დროს კამალ ხარაზი მძიმედ დაიჭრა, მისი მეუღლე კი დაიღუპა. ი
რანული მედიის თანახმად, Oracle ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ინტეგრირებული ტექნოლოგიური კომპანიაა აშშ-ის სამხედრო და სადაზვერვო ეკოსისტემაში.

