ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა – ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა და ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა – ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“, – წერს ტუსკი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.
„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს (ალიანსიდან გასვლა) გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

