აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ძვირფასო დონალდ ტუსკ, მაინტერესებს, ჩემ შესახებ ვიდეო პოლონეთშია გადაღებული, თუ თქვენი უფროსების მიერ ბერლინში?” – ვიქტორ ორბანი

მაინტერესებს, ეს ვიდეო პოლონეთშია გადაღებული, თუ თქვენი უფროსების მიერ ბერლინში?, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პოლონელი კოლეგის პარტიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მას პრორუსული პოზიციის გატარებაში ადანაშაულებენ.

პოლონეთის სამოქალაქო პარტიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ორბანის წინააღმდეგ იყო მიმართული და უნგრეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების აუდიოჩანაწერს ეხებოდა.

ეს ვიდეო მოგვიანებით ვიქტორ ორბანმა სოციალურ X-ზე გააზიარა.

„ძვირფასო დონალდ ტუსკ, მაინტერესებს, ეს ვიდეო პოლონეთში გადაიღეს, თუ ბერლინში თქვენმა უფროსებმა? მე ვიბრძვი იმისთვის, რაც უკეთესია უნგრელებისთვის. იყო დრო, როდესაც თქვენც იგივეს აკეთებდით პოლონეთისთვის“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....