აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის ომი რამდენიმე კვირაში თუ არ დასრულდება, უზარმაზარი გავლენა ექნება არამხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, სლოვაკეთში, შეიძლება, 6-პროცენტიანი ვარდნა მოხდეს” – სლოვაკეთის პრეზიდენტი

სურვილი გვაქვს, მოვაგვაროთ მეტი კონფლიქტი. ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა იყოს მიღებული დიპლომატიური გადაწყვეტა. უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით, დიპლომატიის გარეშე ვერ დასრულდება, ეს გაანადგურებს უკრაინას. იღუპებიან სამოქალაქო პირები, კლავენ დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს. ამ პროცესის გაგრძელება არავის ინტერესში არ შედის, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, ყაველაშვილთან შეხვედრაზე შეფასდა ასევე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი.

„ირანში მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც გლობალურ ეკონომიკაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. ირანის ომი რამდენიმე კვირაში თუ არ დასრულდება, მას ექნება უზარმაზარი გავლენა არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ, როგორც სლოვაკეთის ეროვნული ბანკიდან მოვისმინეთ, შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს სლოვაკეთის ეკონომიკაზეც. კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, სლოვაკეთში, შეიძლება, 6-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა მოხდეს, რაც კარგი არ არის.

დიპლომატიით როგორც ვცდილობდით უკრაინაში კონფლიქტის, საომარი მოქმედებების მოგვარებას, იმავეს ვაკეთებთ ირანის მიმართებით. გვინდა, დიპლომატია იყოს ჩართული, მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება, სხვა შემთხვევაში ვიხილავთ კონფლიქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რაც შეიძლება იყოს საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პეტერ პელეგრინმა.

იტვირთბა....