მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, – ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
„ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციაზე. მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საქართველო ამ რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს. სლოვაკეთი მონაწილეობას იღებს ევროპულ ინიციატივაში „გლობალური ჭიშკარი“ და ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშურტზე აზიასა და ევროპას შორის – ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტის საკითხში. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ შემოუვლის. ამიტომ, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რადგან მან შეიძლება, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ჭრილში“, – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.

