აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ომი მტრის სამუდამო დანებებამდე გაგრძელდება

ომი მტრის სამუდამო დანებებამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბი ავრცელებს.

ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმაურება.

„ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, ეს ომი გაგრძელდება თქვენს დამცირებამდე, შერცხვენამდე და სამუდამო დანებებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ირანის შეიარაღებული ძალები აშშ-სა და ისრაელს აფრთხილებს.

„ჩვენს უფრო გამანადგურებელ, ფართომასშტაბიან და დამანგრეველ ქმედებებს ელოდეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში სტრატეგიული მიზნების დასასრულს უახლოვდება და მზად არის, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები გააძლიეროს.

„ვაპირებთ, მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყათ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია“, – აღნიშნა ტრამპმა.

იტვირთბა....