აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპი საფრანგეთს, სამხრეთ კორეას, იაპონიასა და ჩინეთს ჰორმუზის სრუტის დაცვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთს, სამხრეთ კორეას, იაპონიასა და ჩინეთს ჰორმუზის სრუტის დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ეს ამოცანა საკუთარ თავზე სხვა ქვეყნებმა უნდა აიღონ და სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო აქტიური როლი შეასრულონ.

„ჰორმუზის სრუტეში პრობლემა ის არის, რომ შეიძლება, იქ სადმე ერთი ტერორისტი იდგეს ტყვიამფრქვევით ხელში და ეს ტერიტორია სრულად დაცული არ არის. ამიტომ, დაე, მათ გააკეთონ ეს. დაე, ეს საფრანგეთმა გააკეთოს – ისინი სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობს იღებენ. ევროპულმა ქვეყნებმა გააკეთონ ეს. სამხრეთ კორეამ გააკეთოს ეს, რომელიც, სხვათა შორის, ამაში არ გვეხმარება. აცნობეთ სამხრეთ კორეას, რომ ჩვენ იქ მხოლოდ 45 000 ჯარისკაცი გვყავს საფრთხის ზონაში, ზუსტად ბირთვული ძალის გვერდით. სამხრეთ კორეამ გააკეთოს ეს. იაპონიამ გააკეთოს ეს – ისინი ნავთობის 90%-ს სრუტიდან იღებენ. ჩინეთმა გააკეთოს ეს. ყველამ გააკეთოს ეს. ჩვენ საერთოდ რისთვის ვაკეთებთ ამას?“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....