აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ, ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანს მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ძლიერად დაარტყამს.

„მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე კონფლიქტის დასრულების შემდეგ „ბუნებრივად გაიხსნება“.

„ირანი ფაქტობრივად განადგურებულია – რთული ნაწილი უკვე გაკეთებულია, ამიტომ ახლა ეს მარტივი უნდა იყოს და, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, სრუტე ბუნებრივად გაიხსნება, ის უბრალოდ ბუნებრივად გაიხსნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლები აშშ-ის მოკავშირეები იქნებიან. დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, „გამოიჩინონ დაგვიანებული გამბედაობა“ და უხელმძღვანელონ ოპერაციას კრიტიკულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე კონტროლის აღსადგენად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეები, რომლებიც სრუტიდან დიდი რაოდენობით ნავთობს იღებენ და მასზე არიან დამოკიდებული, უნდა მივიდნენ და ის უბრალოდ აიღონ.

„წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ ის, დაიცავით, გამოიყენეთ საკუთარი სარგებლისთვის. რთული ნაწილი უკვე გაკეთებულია, ამიტომ ახლა ეს მარტივი უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

„შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს თითქმის საერთოდ არ ახორციელებს და მას არც მომავალში აღარ შემოიტანს. ჩვენ ეს არ გვჭირდება. არც აქამდე გვჭირდებოდა და არც მომავალში დაგვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა ეროვნული მიმართვის დროს.

იტვირთბა....