აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები და უფრო გონივრულები არიან” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალი ლიდერები ნაკლებად რადიკალურები და გაცილებით გონივრულები ​​არიან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის მიზანი ირანის რეჟიმის შეცვლა არ იყო, თუმცა, რეჟიმი შეიცვალა, რადგან „მათი ყველა თავდაპირველი ლიდერი დაიღუპა“.

„ისინი ყველანი დაიღუპნენ. ახალი ჯგუფი ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო გონივრულია. თუმცა, თუ ამ პერიოდში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჩვენი ყურადღება ძირითად სამიზნეებზეა მიპყრობილი. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ თითოეულ ელექტროსადგურს ძალიან ძლიერად და, სავარაუდოდ, ერთდროულად დავარტყამთ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, აშშ-მა არ დაარტყა ირანის ნავთობს, მიუხედავად იმისა, რომ ის „ყველაზე მარტივი სამიზნეა, რადგან ეს მათ გადარჩენის ან აღდგენის მცირე შანსსაც კი არ მისცემდა.

იტვირთბა....