აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, გაცილებით ნაკლებად რადიკალიზებულმა და წინამორბედზე უფრო ჭკვიანმა, აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა” – დონალდ ტრამპი

ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა. შესაბამის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ტრამპის თქმით, თხოვნას აშშ განიხილავს, როცა ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და სუფთა, მანამდე კი, ირანს სრულ განადგურებამდე დაბომბავს.

“ირანის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, გაცილებით ნაკლებად რადიკალიზებულმა და თავის წინამორბედზე გაცილებით უფრო ჭკვიანმა, ამ წამს ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა! განვიხილავთ, როდესაც ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი, და სუფთა. მანამდე კი, ირანს სრულ განადგურებამდე ვბომბავთ ან, როგორც თავად ამბობენ, უკან ქვის ხანაში!!!”, – წერს ტრამპი.

იტვირთბა....