რუსეთის დაზვერვის სამსახური ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
„დიახ, ჩვენ კონტაქტებს ვინარჩუნებთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა უკრაინის საკითხზეც და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეაგროვოს თავისი კრიტიკული აზროვნების ნარჩენები და მიიღოს რუსეთის სამართლიანი სამშვიდობო წინადადებები.
„რაც შეეხება ზელენსკის და მის ე.წ. გუნდს, მე მჯერა, რომ მათ უნდა შეაგროვონ კრიტიკული აზროვნების ნარჩენები და მიიღონ რუსული მხარის სამართლიანი სამშვიდობო წინადადებები, რაც უზრუნველყოფს მშვიდობას მომავალი მრავალი, მრავალი ათწლეულის განმავლობაში და ამით ყველა ისარგებლებს“, – განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს.

