აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 92 მილიონ დოლარს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 92 მილიონ დოლარს გადასცემს – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

“ამ ომის დასრულების გზა მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევაა და არა მისი დაჯილდოება. სანქციების შერბილება კი არა, მათი გამკაცრებაა საჭირო” – განაცხადა კაია კალასმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ბლოკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტით არსებულ ზომებს კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს.

იტვირთბა....