აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბეირუთზე ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთზე ისრაელის ორი დარტყმის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთის ჯნას რაიონში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

მანამდე კი, ქალაქის სამხრეთით, ხალდეჰის რაიონში ავტომობილზე იერიშის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი  დაშავდა.

როგორც მედია წერს, კონფლიქტის დაწყებიდან ლიბანში 1 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო 1.2 მილიონი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია.

იტვირთბა....