რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმში An-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა An-26-ის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინა. შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, წინასწარი შეფასებით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, An-26-თან კავშირი 31 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიკარგა. თვითმფრინავი ყირიმის თავზე დაგეგმილ ფრენას ასრულებდა.

