გვიან ღამით უკრაინამ ლენინგრდის ოლქში უსტ-ლუგას პორტზე მორიგი იერიში მიიტანა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც განაცხადა და თქვა, რომ ღამის განმავლობაში ჯამში 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და შეტევა კინგისეპისა და ვიბორგის რაიონებში ამ დრომდე გრძელდება. მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არიან დაზარალებულები და დაღუპულები
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ აფეთქებები და ძლიერი სროლები საპორტო ქალაქ უსტ-ლუგაში, ასევე კირიშის, ლუგისა და ტოსნოს რაიონებში შენიშნა

