პოლონური მედიის ცნობით, აშშ-მა პოლონეთის მთავრობას ახლო აღმოსავლეთში „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთი ბატარეის გაგზავნა სთხოვა.
პოლონური მედიის თანახმად, აშშ-ს ასევე სურს რაკეტები, რომელბიც უკვე პოლონეთის შეიარაღებაშია.
პოლონეთის არმიას ჰყავს „პატრიოტის“ სისტემის ორი ბატარეა, მათ შორის 16 გამშვები. ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში 2025 წლის ბოლოს მივიდნენ. ეს აღჭურვილობა მტრის რაკეტების ან თვითმფრინავების 100 კმ-მდე მანძილზე განადგურების საშუალებას იძლევა. პოლონეთისთვის შემდეგი ექვსი ბატარეის მიწოდება, რომელთა კონტრაქტიც 2023 წლის შემოდგომაზე გაფორმდა, 2027 წელს დაიწყება. ამ დროისთვის პოლონეთს შეკვეთილი აქვს დაახლოებით 600 PAC-3 რაკეტა. მიწოდება ჯერ არ დაწყებულა.
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, RUSI-ს მონაცემებით, ომის პირველი 16 დღის განმავლობაში ამერიკელებმა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებმა დაახლოებით 1 500 PAC-3 რაკეტა გამოიყენეს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ძალებმა ეს აღჭურვილობა, სხვა საკითხებთან ერთად, ირანული „შჰედის“ დრონების წინააღმდეგ ისროლეს.

