უკრაინის გადაწყვეტილებამ ევროკავშირის მისიას არ მისცეს ნავთობსადენ „დრუჟბას“ შემოწმების უფლება, ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობა და იმედგაცრუება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრაქტივი“ ავრცელებს.
მილსადენ „დრუჟბათი“ ნავთობი უნგრეთს და სლოვაკეთს მიეწოდებოდა, თუმცა ახლა მილსადენი გადაკეტილია. უკრაინა ამტკიცებს, რომ მილსადენი დაზიანდა.
როგორც „ევრაქტივი“ წერს, „არ არის გონივრული“, „ენიგმა“ და „გაურკვეველია“ – ეს არის რამდენიმე სიტყვა, რომლებიც დიპლომატიურ დერეფნებში გამოიყენება მილსადენის შესამოწმებლად გაგზავნილი ჯგუფისთვის ხელის შეშლის აღსაწერად.
„ჩვენ არ გვაქვს ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს აქ უკრაინა“, – აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატმა.
ევროკავშირის ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც შედგება ეროვნული ექსპერტებისგან და კოორდინირებულია ევროკომისიის მიერ, კვირების განმავლობაში უკრაინაში იმყოფება და ელოდება კიევის თანხმობას, რათა გაემგზავრონ კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგომატარებელზე ბოლო თავდასხმის ადგილზე. ჯერჯერობით ეს თანხმობა არ არის მიღებული.
თავის მხრივ, უნგრეთმა დაბლოკა 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები დეკემბერში შეთანხმდნენ. „ევრაქტივის“ თანახმად, 19 მარტს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გააკრიტიკეს ორბანი წარსული შეთანხმებების უკან დახევის გამო, თუმცა, ახლა კიევის მიმართ მოთმინებაც იწურება.

