აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის ახლად არჩეულმა ულტრამემარჯვენე მერებმა მერიის შენობებიდან ევროკავშირის და უკრაინის დროშები ჩამოხსნეს

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის ახლად არჩეულმა ულტრამემარჯვენე მერებმა მერიის შენობებიდან ევროკავშირის და უკრაინის დროშები ჩამოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

„შორს ევროკავშირის დროშები მერიიდან, ადგილი დაუთმეთ ფრანგულ დროშებს“, – წერს კარკასონის მერი კრისტოფ ბარტესი სოციალურ ქსელში და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ამსახველი ვიდეოს ავრცელებს.

ევროკავშირის დროშა ასევე ჩამოხსნეს კან-სიუ-მერისა და ჰარნის მერებმა, ბრაიან მასონმა და ენტონი გარენო-გლინკოვსკიმაც. ამ უკანასკნელმა მერიის შენობას უკრაინული დროშაც ჩამოხსნა, რომელიც იქ ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად ეკიდა.

საფრანგეთის ქალაქებში დაფიქსირებული ინციდენტი დაგმო ევროპის საკითხებში ქვეყნის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა და ფაქტი „პოპულიზმად“ შეაფასა.

„იტყვიან ისინი უარს ევროპული დაფინანსების მიღებაზე, რომელსაც ჩვენი ფერმერები და ბიზნესები იღებენ რეინდუსტრიალიზაციისთვის და ჩვენი რეგიონებისთვის? დააბრუნებენ ევროპარლამენტის შემწეობებს? – განაცხადა ბეჟამინ ჰადადმა.

იტვირთბა....