ცენტრალურ ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშის შემდეგ ცენტრალურ ისრაელში ავტომობილებს ხანძარი გაუჩნდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სავარაუდოდ, ირანულ რაკეტას კასეტური ბომბის ქობინი ჰქონდა.
დაშავებულებს დახმარება სასწრაფო დახმარების სამსახურმა აღმოუჩინა.

