ნატო ადასტურებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა.
როგორც ნატო-ს პრესსპიკერმა, ალისონ ჰარტიმ განაცხადა, „ნატო მზადაა მსგავს საფრთხეებს უპასუხოს და მოკავშირეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“.
შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალა. ეს ირანში ომის დაწყების შემდეგ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების მეოთხე შემთხვევაა.

