აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის პირველი ლედი აცხადებს, რომ ის არ ახდენს გავლენას ქმრის გადაწყვეტილებაზე, იყრის თუ არა მეორე ვადით კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ ახდენს გავლენას ქმრის გადაწყვეტილებაზე, იყრის თუ არა მეორე ვადით კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.

“მე არ შემიძლია გავლენა მოვახდინო ჩემი ქმრის გადაწყვეტილებაზე, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით. არსებობს ვალდებულებები და თუ ის გადაწყვეტს, რომ უნდა დარჩეს დაწყებული პროცესების დასასრულებლად, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება” – თქვა ზელენსკამ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს გზა ორივესთვის რთული და დამღლელია: “მინდა თუ არა ეს კიდევ ერთხელ? ეს ძალიან რთული გზაა, ძალიან დამქანცველი. ჩვენ ორივე დაღლილები ვართ”.

იტვირთბა....